არჩევნებს 20-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ - ირაკლი კობახიძე 

30 ოქტომბერი 2021, 19:30 845 ნახვა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია 19 საათის მონაცემების მიხედვით, არჩევნების მეორე ტურს 20-ვე მუნიციპალიტეტში იგებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ იაქტიურონ და ხმის მისაცემად დარჩენილი დრო გამოიყენონ.

"იყო გარკვეული რისკები 17:00 საათის მონაცემებით და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, შენარჩუნებულიყო ტენდენცია, რომ ყოფილიყო ჩვენი მხარდამჭერების მაღალი აქტივობა. ამ ორი საათის განმავლობაში აქტივობა იყო მაღალი, შენარჩუნდა ის მოცემულობა, რაც იყო მანამდე. ჩვენ ვთქვით, რომ "ნაცმოძრაობა“ იყო ახლოს 50%-იან ზღვართან, თუმცა ახლა, 19:00 საათის მონაცემებით, მკაფიოდ ჩანს, რომ ისინი ამ ზღვარს ვეღარ გადალახავენ. 20-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს, თუმცა შემდეგი ნახევარი საათიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ყველა ამომრჩეველს, ვინც ჯერ კიდევ არ მისულა საარჩევნო უბნებზე, მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, რათა საბოლოოდ ყველას ხმა აისახოს ჩვენს საერთო გამარჯვებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში