ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან ხმაური და დაპირისპირებაა. საარჩევნო უბანთან "ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები იმყოფებიან.
"ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, საარჩევნო უბანზე ელექტროენერგიის გათიშვას აპროტესტებენ.
კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, კი ელექტროენერგიის გათიშვა მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან სამართალდამცველები.