18,9 %-ს შეადგენს ამომრჩეველთა აქტივობა ქედაში. ამ დროისთვის დანდალოს მაჟორიტარულ ოლქში არჩევანი 369 ამომრჩეველმა გააკთა. რაც ქედის # 80 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ ოლქში პირველი ტურის აქტივობასთან შედარებით 3 %- ით ნაკლებია. დანდალოელები მაჟორიტარს ირჩევენ. მათ არჩევანი ორ მაჟორიტარს, ნაციონალური მოძრაობიდან ევგენ ცინცაძესა და ქართული ოცნებიდან- ოთარ ხარაძეს შორის უნდა გააკეთონ. არჩევნებისთვის უბნები სოფელ დანდალოში, გოგიაშვილებში, მოსიაშვილებში, ჯალაბაშვილებსა და ხარაულაშია გახსნილი. თვითმართველობის მეორე ტურზე, დანდალოში, 1922 ამომრჩეველია რეგისტრირებული.