იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უარყოფს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, თამარ კორძაიას მიერ მედიაში გავრცელებულ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი აღმოაჩინეს.
"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცესკოს ამომრჩეველთა სიას უგზავნის 15 სექტმებრეს საარჩევნო კოდექსისი შესაბამისად და ამ სიაში აღნიშნული თარიღის შეწმდგომ არანბაირი ცვლილება არ შედის. ეს ნიშნავს, რომ ეს პირი, ედუარდ მსოიანი სიის გადაცემის მომენტისთვის, ანუ 15 სექტემბრისთვის იყო აღნიშნული სახელით და გავრით და არანაირი გაორებასთან კავშირი არ გვაქვს.
მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემით არის შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი – ჯიქური.
გვარის შეცვლა განხორციელდა 15 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ.იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.
აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა"-აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვთარების სააგენტოში.
მიისვე განცხადებით, ყველა მოქალაქესთან მიმართებაში დაცულია არჩევნების მთავარი პრინციპი, ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა.