12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17,18% შეადგინა - ცესკო

30 ოქტომბერი 2021, 13:21 711 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.18 პროცენტს შეადგენს, რაც ჯამში 358 782 ამომრჩეველია.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. აქ საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 24.6 პროცენტს.

ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-მთიანეთშია – 13.2 %.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი