ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

30 ოქტომბერი 2021, 11:26 965 ნახვა

ზუგდიდში ხმაური და დაპირისპირებაა. მე-20 საარჩევნო უბანზე სამართალდამცველებიც მივიდნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.  

მოძრაობა ''საქართველოსთის'' წევრის გიორგი მუმლაძის თქმით, მათი ორგანიზაციიდან დამკვირვებლის სტატუსით მყოფმა პირმა დაინახა, რომ საარჩევნო უბნის მიმდებარედ, სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი.

მისივე თქმით, როცა პაპაშვილმა სიტუაციაში გარკვევა სცადა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია კი ამბობს, რომ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტი გიორგი მუმლაძე ზუგდიდს სეპარატისტულ განწყობებში ადანაშაულებს.

წოწერიას თქმით,  ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ზუგდიდელებს, მათ მხარდამჭერებს, რომლებიც შეკრებილი იყვნენ მე-20 საარჩევნო უბანთან, სეპარატისტები უწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

საარჩევნო უბანზე ხმაური დილიდან იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი