ყველაფერი იქნება გამოყენებული, ტექნიკური აღჭურვილობა თუ სხვა საჭიროება იმისთვის, რომ სააკაშვილს არ მოაკლდეს არაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, თუ იქნება კონკრეტული საჭიროება და აღმოჩნდება, რომ საკმარისი არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულების აღჭურვილობა თუ მოვლის ხარისხი, მას სხვაგან გადაიყვანენ, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას.