ხელვაჩაურის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
იგი საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა.
"მე დღეს არჩევანი გავაკეთე უკეთეს ხელვაჩაურზე, გაღიმებულ და განათლებულ ხელვაჩაურზე, უარი ვუთხარი სიბნელეს, უკუსვლას. მოლოდინი მაქვს ამაღლებული, მიმაჩნია, რომ ღირსეულ წარმატებას მივაღწევთ არჩევნებში და ხვალიდან შევუდგებით საქმიანობას"-განაცხადა ზაზა დიასამიძემ.