ოპოზიციის საჩივარი საარჩევნო სიებთან დაკავშირებით

29 ოქტომბერი 2021, 20:41 1082 ნახვა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი სამაგიდო სიებში ამომრჩევლების გაორებაზე საუბრობს. საოლქო საარჩევნო კომისიაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ირმა ხოროიშვილი ამბობს რომ სამაგიდო სიებში 20 მდე ამომრჩევლის გაორება დააფიქსირა. როგორც ხუროიშვილი აცხადებს, შემთხვევა ბათუმის 22-ე საარჩევნო უბანზე.

მისი თქმით, უბანზე სიის მოსაძებნად მისულ წარმომადგენლებს სამაგიდო სია დახეული დახვდათ, სია კი თავმჯდომარეს ჯიბეში ედო. კომისიის ოპოზიციონერი წევრი მოთხოვნის შედეგად საოლქო საარჩევნო კომისიამ რეაგირება მოახდინა, შეადგინა აქტი და დაილუქა სამაგიდო სია.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები კიდევ იქნება. მსგავსი მეთოდით ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ცდილობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი