სუსი: აღკვეთილია გადატრიალების მცდელობა

29 ოქტომბერი 2021, 19:55 1213 ნახვა

ვინ გეგმავს სახელმწიფოს დამხობას? ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას წარმართავს. უწყების ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპრებისათვის ხელის შეშლის მიზნით, რაც სუსის ინფორმაციით, ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების, სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. უწყება განცხადებას თან ურთავს აუდიო მტკიცებულების ნაწილს, რომელიც, მათი თქმით, მოპოვებულია სასამართლო განჩინების საფუძველზე. საუბარი მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, ჩანაწერი ორსაათიანია და თან დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს. საპასუხოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ ოპონენტებთან საბრძოლველად ხელისუფლება ბინძურ მეთოდებს იყენებს 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი