მირანდა ჩარკვიანმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ვისთან არ აკონკრეტებს. ჩარკვიანის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით დღეს ზურაბ პატარაძეს საზოგადოება ''ბათომმაც'' მიმართა. ისინი სააგენტოს ხელმძღვანელს არასწორ მენეჯმენტის გატარებასა და ძეგლების არაეფექტურ მოვლაში ადანაშაულებენ.