30 ოქტომბრიდან ეს საკითხი ჩვენი დღის წესრიგიდან გაქრება - კობახიძე სააკაშვილზე 

28 ოქტომბერი 2021, 12:20 1137 ნახვა

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 30 ოქტომბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგიდან გაქრება. 

​''რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და შიმშილობის იმიტირებულ ქრონიკას, ამასთან დაკავშირებით უკვე მივეჩვიეთ, რომ 30 ოქტომბრამდე გვექნება პატარა შოუები, მაგრამ გარწმუნებთ, როგორც კი დამთავრდება არჩევნები, 30 ოქტომბრის შემდეგ  სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში. არცერთ კითხვას არ გაეცემა პასუხი. 

სააკაშვილი არის უბრალო პატიმარი და უფრო მეტი, ის არის პატიმარი, რომელსაც სხვებზე უფრო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

''ქართული ოცნების '' თავმჯდომარის თქმით, შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე.

''როდესაც ადამიანი შიმშილობს უნდა აიღოს პასუხიმგებლობა. ბუნებრივია ციხე არ არის კურორტი, უნდა შიმშილობა, არ უნდა ჭამა? - მისი გადასაწყვეტია.

რაც შეეხება სახელმწიფოს, მას აქვს ერთი პასუხიმგებლობა იმოქმედოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს.

არავის პრივილეგია არ არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. რა სტანდარტითაც მოქმედებს სახელმწიფო ერთი პატიმრის მიმართ, იგივე მიდგომით იმოქმედებს პატიმარ, უმძიმეს დამნაშავე სააკაშვილის მიმართაც'' - განაცხადა კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი