მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი ციხიდან. ექსპრეზიდენტი შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე და რეანიმობილის მომსახურებაზე უარს ამბობს. შვილის მდგომარობას მძიმეს უწოდებს გიული ალასანია, რომელიც არ ეთანხმება სააკაშვილის გადაწყვეტილებას - უარს სამედიცინო ჩარევაზე. დღეს, მსჯვარდებულ ექსპრეზიდენტთან უკრაინის სახალხო დამცველი, უკრაინელი ექიმი და მისი ადვოკატები იმყოფებოდნენ.