სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე რამდენი თავისუფალი ქართველია აქ - თეა წულუკიანი 

27 ოქტომბერი 2021, 17:53 993 ნახვა

სააკაშვილო გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე რამდენი თავისუფალი ქართველია აქ - ამ სიტყვებით მიმართა თეა წულუკიანმა თავისუფლების მოედნიდან ყოფილ პრეზიდენტს.

მან აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას 30 ოქტომბერს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

"მადლობა წინა თაობებს ვინც დღემდე მოგვიყვანა.

დღეს ჩვენ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლება დემოკრატიული წესით გვაქვს მოპოვებული.

სააკაშვილო გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ.

დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდე. ხომ ბევრს გეგონათ, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში ბრძოლაც დამთავრდებოდა, არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება. 

ჩვენ წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლები.

მისივე განცხადებით, შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ მიწასაც არ მიაბარა. ერთ მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას და მეორე მხარეს ვართ ჩვენ"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი