„ქართული ოცნების“ აქცია თავისუფლების მოედანზე

27 ოქტომბერი 2021, 17:42 1626 ნახვა

საჯარო მოხელეები , მათ შორის სხვადასხვა აიპის თანამშრომლები, მასწავლებლები და სპორტცმენები-მათ ნაწილს დედაქალაქში მიმდინარე აქციაზე ნახავთ ამ წუთებში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი იძულებით ჩაიყვანეს აქციაზე, ქართულ ოცნებაში  კი კვლავ იმეორებენ, რომ  თავისუფლების მოედანზე 150 ათასზე მეტი მოქალაქე შეიკრიბება და ეს არის ხალხის ხმა.  მოკლედ, ოპოზიციაში არ სჯერათ,  რომ დღევანდელი აქცია არის წინასაარჩევნო კამპანიის შეჯამების ნაწილი და ეს არის კონტრაქცია ენმ-ის  14 ოქტომბრის აქციის საპასუხოდ. ქართული ოცნების ლიდერები აკეთებენ  განცხადებებს,  შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრემიერმა, პარლამენტის და პარტიის თავმჯდომარეებმა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი