ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო.
გამოძიების ინფორმაციით, ქურდობისთვის ნასამართლევი პირები დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს და ავტომობილი გასტაცეს.
შემთხვევა მიმდინარე წლის 25 იანვარს მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 და 28 იანვარს დააკავეს.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ერთ-ერთ დაკავებულს 9 წლით, ხოლო მეორე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.