საინიციატივო ჯგუფი „ბათუმელთა დარბაზის“ წევრები არჩევნების მეორე ტურამდე 5 დღით ადრე ბათუმელებისადმი მიმართვას აკეთებენ. მათ დღეს ბრიფინგი გამართეს და განცხადება წაიკითხეს. ისინი მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
მათი თქმით, იმედოვნებენ, რომ ბათუმელები სწორად აღიქვამენ და გაანალიზებენ ქვეყანაში შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებას.