სააკაშვილის ციხის ფანჯრიდან გამოჩენის შემდეგ გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

22 ოქტომბერი 2021, 17:41 1899 ნახვა

როგორ შეძლო მიხეილ სააკაშვილმა საკნის ფანჯრიდან გადმოხედვა, ვისი ბრალეულობა და რა სამართლებრივი ზომები შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს ამ ყველაფერს ახლა უკვე გენინსპექცია იკვლევს, რომელიც რუსთავის ციხეში უკვე შევიდა. ვიდრე ისინი დასკვნას გამოაქვეყნებენ, მანამდე სააკაშვილის უფლებადამცველები დარწმუნებულები არიან, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ ვერანაირი სამართლებრივი სანქცია ვერ გატარდება, რომელთა შორისაცაა ასევე ტელევიზორის ჩამორთმევაც პატიმარი სააკაშვილისთვის. მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის იზოლაცია უნდა.დღეს სააკაშვილმა მორიგი განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა მისი სასამართლო პროცესები ჩანიშნოს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი