მთავრობა ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციას გეგმავს

22 ოქტომბერი 2021, 15:11 1023 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე სახლებთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა. 

თორნიკე რიჟვაძემ დღეს ბათუმში ავარიული სახლების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი პროგრამაც დააანონსა. 

„გარდა ავარიული სახლებისა ქალაქში გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლები. შესაბამისად, 2 წლის განმავლობაში ვაპირებთ დავხარჯოთ 10 მლნ ლარზე მეტი ამ სახლების რეაბილიტაციისთვის და იქ მაცხოვრებელი ოჯახები გააგრძელებენ ცხოვრებას რეაბილიტირებულ სახლებში“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი