ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომავალ წევრებს დროებითი მოწმობები გადასცა.
საკრებულოს ახალ შემადგენლობაში წევრი სამ პარტიას ეყოლება. ესენია ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და გახარია საქართველოსთვის.
საკრებულო მოქმედისგან განსხვავდება და 24 წევრიანი იქნება. ამ დროისთვის 22 მანდატი უკვე გადანაწილდა, ხოლო ორ მაჟორიტარულზე მეორე ტური იქნება. 30 ოქტომბრის შემდეგ დაზუსტდება ვის რამდენი ხმა ერგო საკრებულოში. პირველი ტურის შედეგებით ქართულ ოცნებას 12 მანდატი აქვს, ნაციონალურ მოძრაობას 7-ი, ხოლო გახარია საქართველოსთვის 3- მანდატი.
მეორე ტურში მანდატებისთვის ორ მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები იბრძოლებენ.