აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კანდიდატურის დასახელებას რესპუბლიკელების 78% ემხრობა. სოციოლოგიური კვლევის შედეგებს გამოცემა ინდეპენდენტი ავრცელებს. კვლევაში მონაწილეობდნენ რესპუბლიკელები, დემოკრატები და ამერიკელები, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური კუთვნილება ჯერ გარკვეული არ აქვთ. კვლევის თანახმად, გასულ წელთან შედარებით ტრამპის მხარდამჭერთა რიცხვი 15%-მდე გაიზარდა.