ხელვაჩაური ერთ-ერთია იმ მუნიციპალიტეტებს შორისაა, სადაც 30 ოქტომბერს უნდა გადაწყდეს ვის ანდობენ მომდევნო 4 წელი მმართველობას. ერთმანეთის პირისპირ, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები არიან. პარტია გახარია „საქართველოსთვის“ კანდიდატმა პირველ ტურში აქ ხმების საკმაო რაოდენობა მიიღო,თუმცა ეს მეორე ტურში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, თავად კი არც ერთი პარტიისთვის აპირებს მხრადაჭერას.