მიხეილ სააკაშვილთან პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების ჯგუფია შესული. მანამდე ექსპრეზიდენტი უფლებადამცველებმა მოინახულეს. მათი თქმით, მიხეილ სააკაშილი თანახმაა კერძო კლინიკაში გადაიყვანონ, თუმცა ადვოკატები ფიქრობენ, რომ ამას ხელისუფლება არ დათანხმდება, რადგან მათ არ სურთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვინმესთან ჰქონდეს კომუნიკაცია.