მიანმარში ასობით პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს

19 ოქტომბერი 2021, 13:49 566 ნახვა

მიანმარის სამხედრო ხელისუფლებამ ამნისტიით  5 ათას 600-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა. ისინი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს.

პატიმრები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციამ „ასეანმამიანმარის ხუნტის წარმომადგენლები 26-28 ოქტომბერს  დაგეგმილ სამიტზე არ მიიწვია.  

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ძალაუფლება გადაიბარა და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

უფლებადამცველების მონაცემებით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარში ათას 178 ადამიანი მოკლეს, 7 ათასზე მეტი კი დააპატიმრეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში