ლატვიამ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, - ინფორმაციას საგენტო როიტერი ავრცელებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პერიოდში დაიხურება სკოლები, მაღაზიები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები. საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე კი ე.წ. „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს.
არადისტანციურ რეჟიმში მხოლოდ აუცილებელი საწარმოო, სამშენებლო და კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში დასაქმებულები განაგრძობენ მუშაობას.