იტალიაში დასაქმებულები ვალდებულები არიან ე.წ. მწვანე პასპორტი იქონიონ

16 ოქტომბერი 2021, 12:02 1018 ნახვა

იტალიაში ყველა დასაქმებული ვალდებულია იქონიოს ე.წ. მწვანე პასპორტი  რომელიც ადასტურებს, რომ პირს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული ან პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს.  მთავრობის მიერ მიღებული ეს ზომა კერძო და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ 23 მილიონ ადამიანს შეეხება.

კომპანიებს, რომლებიც მთავრობის მიღებულ წესს არ დაემორჩილებიან ჯარიმის სახით 1000 ევროს გადახდა მოუწევთ. მთავრობის მიერ მიღებულ ამ ზომას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება, რომში საპროტესტო აქცია იმართება ტრიესტეში კი, პროტესტის ნიშნად პორტი გადაკეტეს. ცნობისთვის, იტალიის მოსახლეობის 85 პროცენტს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი