ბათუმის ბიუჯეტი 2017

02 დეკემბერი 2016, 00:00 3898 ნახვა

ზაურ ახვლედიანს დღეს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა, როგორც უკვე გითხარით ის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად დაინიშნა. საკრებულოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით ახვლედიანმა თავად მიმართა.  “რესპუბლიკელი პარტიის” უკვე ყოფილ წევრს ახვლედიანს საკრებულოში ლალი ანდღულაძე ჩაანაცვლებს.  ბათუმის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გრძელდება. ამჯერად  ქალაქის მთავარი ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებულ შენიშვნებს, რომლებიც საკრებულომ მერიას გადაუგზავნა,  საკრებულოს წარმომადგენლები  დაინტერესებულ პირებს გააცნობენ.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში