შსს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

15 ოქტომბერი 2021, 11:50 756 ნახვა

გუშინდელი აქციის დროს, თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ. აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს.

ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით"- განმარტავენ შსს-ში.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციაზე, საკრებულოს შენობაში ხმის ჩამწერი და სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი