"ოცნების ქალაქი'' შენდება სწორედ იმიტომ, რომ საფრთხის შემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას - თორნიკე რიჟვაძე

14 ოქტომბერი 2021, 22:11 1908 ნახვა

"ოცნების ქალაქში" ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა განაცხადა, რომ ოჯახები უსაფრთხო ადგილას  იმყოფებიან.

"საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვყავს. ოჯახები დროებით გადაყვანილი იქნებიან შესაბამის უსაფრთხო ადგილას. "ოცნების ქალაქი'' შენდება სწორედ იმიტომ, რომ რისკები და საფრთხისშემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას, ყველა ოჯახს ჰქონდეს როგორც უსაფრთხო, ასევე ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ის პროექტი, რომელსაც ვაშენებთ, არც ერთი წამით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა. პირველი ფაზა წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაწყებულია მუშაობა მეორე ფაზაზე და ყველა ოჯახი, რომელსაც ესაჭიროება, იქნება დაკმაყოფილებული ბოლომდე, ბოლო ოჯახამდე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში