“თავისუფლება მიშას"- ამ სლოგანით აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნამდე მსვლელობით მიემართებიან.
მსვლელობამდე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები. მათი განცხადებით, დღევანდელი აქცია მშვიდობიანი ხასიათის და მასშტაბური იქნება.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მიშას გაუმარჯოს”, “თავისუფლება მიშას”.
თავისუფლების მოედანზე აქცია 18:00 საათზეა დაანონსებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.