29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსში მიმდინარე მასტერსზე, რომლის საპრიზო ფონდი 9 მილიონ 146 ათას 125 დოლარია, მე-3 მატჩი მოიგო და ამ რანგის ტურნირის მეოთხედფინალში კარიერაში პირველად გავიდა, რისი წყალობითაც 180 სარეიტინგო ქულა და 175 ათასი დოლარი გამოიმუშავა.
29-ე ნომრად განთესილი ბასილაშვილი ტურნირზე 24-ე რეიტინგის მქონე რუს კარენ ხაჩანოვთან ფავორიტად არ მოიაზრებოდა, თუმცა, მაღალ დონეზე ითამაშა და შეხვედრა ორ სეტში 6:4, 7:6 მოიგო.
მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება.