ჩინეთში წყალდიდობამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა

13 ოქტომბერი 2021, 12:50 840 ნახვა

ჩრდილოეთ ჩინეთის შანსის პროვინციაში წყალდიდობამ 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 14 ადამიანი ავტობუსის მდინარეში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა. უბედური შემთხვევა ორშაბათს, წყალდიდობის დროს მოხდა.

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ პეკინის მახლობლად მდებარე ორ პროვინციაში სახლები და მოსავალი გაანადგურა.

შანსის პროვინციაში სტიქიის შედეგად ათასობით სახლი დაინგრა, 190 ათასი ჰექტარი მოსავალი დაზიანდა.

ჩრდილოეთ ჩინეთის შანსის პროვინციაში წვიმა გასული კვირიდან გრძელდება, რამაც რეგიონის 2 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში