თავს კარგად გრძნობს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი მცირეწლოვანიც და სახლში იმყოფება.
იოანე ქავთარაძე სამაშველო ოპერაციის შედეგად ჩამონგრეული კორპუსის ახლოს მდგომი ავტომობილიდან ამოიყვანეს.
ოჯახი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა. თორნიკე რიჟვაძე სტაციონარში ზვიად თავდგირიძის მშობლებსაც გაესაუბრა და მკურნალი ექიმისგან მოისმინა ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ.
ზვიად თავდგირიძემ ნანგრევებში 11 საათი გაატარა და მისი გადარჩენა სამაშველო ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.
რიჟვაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას როგორც მათზე, ასევე ამ ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებზე.