პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას კვალიფიციური ექიმები აკვირდებიან. ოჯახის წევრები, ადვოკატები, პოლიტიკოსები, ექიმი, საერთო ჯამში მისი მნახველები კი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მას შეუძლია იმსჯელოს მნიშვნელოვან თემებზე.პარალელურად მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის საქმეებზე პროკურატურამ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა გაასაჯაროვა. საგამოძიებო უწყების ცნობით, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, ვალერი გელაშვილის ცემის, გაფლანგვისა და "ტელეიმედის" საქმეებზე მტკიცებულებები საკმარისი იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად.