„ცირკი და შოუ, რაც არჩევნების მეორე ტურამდე ტემპერატურის აწევას ემსახურება“ - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ მინისტრი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ქვეყანაში უკანონოდ შემოიპარა და მისი დაკავებაც იყო ლოგიკური. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მეორე ტური მშვიდ გარემოში ჩატარდება და „ქართული ოცნება“ უპირატესობით გაიმარჯვებს.