ჩინეთის შანსის რეგიონში ძლიერი წყალდიდობის შედეგად მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი დაზარალდა. გასულ კვირას დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ რეგიონში სახლების ჩამოშლა და 70-ზე მეტ რაიონში მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია.
ერთ-ერთ რაიონში ჩამოწოლილ მეწყერს ოთხი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიამ და მეწყერმა რეგიონში 17 ათასზე მეტი სახლი დაანგრია, რის გამოც 120 ათასზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში გადაიყვანეს.
პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო გართულებულია სამაშველო სამუშაოები. სამი თვის წინ, ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას ჰენანის პროვინციაში 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.