ბათუმში, სადაც კორპუსი ჩამოინგრა 4 საათია სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

08 ოქტომბერი 2021, 16:03 757 ნახვა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსი ჩამოინგრა უკვე 4 საათია სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ნანგრევებში მოყოლილი ოჯახების ახლობლები კორპუსის მიმდებარედ არიან შეკრებილი და ახალ ინფორმაციებს ელოდებიან.

"სახლში იყო 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. ამ დრომდე არაფერი ვიცი მათზე. მიზეზები მეც ძალიან მაინტერესებს და იმედია მთავრობაც დაინტერესდება"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

აღნიშნულ სადარბაზოში ცხოვრობდა დაახლოებით 15 ოჯახი. ნანგრევებში კი დაუზუსტებელი მონაცემებით მოყოლილია 8 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი