ყველაფერი გაკეთდება, რომ იქ დარჩენილი ადამიანები გადავარჩინოთ, ვერსიებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებთ - თორნიკე რიჟვაძე

08 ოქტომბერი 2021, 13:48 2254 ნახვა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც სახლი ჩამოინგრა  იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბავშვი გადაარჩინეს მაშველებმა, თუმცა შიგნით ადამიანები რჩებიან და მაშველები აგრძელებენ მუშაობას.

"დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული და ყველაფერი გაკეთდება, რომ იქ დარჩენილი ადამიანები გადავარჩინოთ. ვერსიებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებთ.

სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და მყარდება კონტაქტი იქ დარჩენილ ადამიანებთან.

ვერსიებზე ვერაფერს გეტყვით, მას გამოძიება დაადგენს"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში