ლარი ისევ გაუფასურდა. მონაცემები რამდენიმე საათის წინ შეიცვალა და ახლა ერთი დოლარის ღირებულება ზოგიერთ კომერციულ ბანკში 2 ლარსა და 68 თეთრს აჭარბებს. განსხვავებულია ეროვნული ბანკის მონაცემები რის მიხედვითაც ერთი ამერიკული დოლარის შეძენა 2 ლარად და 53 თეთრადაა შესაძლებელი. განცხადებები კეთდება პარლამენტში.