ფეისბუქისა და მისი პლატფორმების გათიშვის გამო მარკ ცუკერბერგმა 7 მილიარდი დოლარი დაკარგა 

05 ოქტომბერი 2021, 09:59 1301 ნახვა

ბლუმბერგის ინფორმაციით, ფეისბუქის გლობალური გათიშვის გამო, მარკ ცუკერბერგის ქონება 7 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა.

გუშინ ფეისბუქი, მესენჯერი, ინსტაგრამი და ვოთსაპი მომხმარებლებისთვის მსოფლიოს მასშტაბით 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი იყო.

ამ დრომდე მაქსიმალური დრო როცა facebook-ი მიუწვდომელი იყო 2019 წელს დაფიქსირდა და ერთი საათი იყო.

​Facebook-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი მომხმარებლებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

Facebook, Instagram, WhatsApp და Messenger-ი ბრუნდება. ,,ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის – ვიცი, როგორ ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ კავშირი თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან“, - წერს ცუკერბერგი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი