,,ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, ჩაისუბნის, ყოროლისთავისა და ლეჩას სათავე ნაგებობებზე წყლის ამღვრევის გამო, წყლის მიწოდება შეწყდება განთიადის, ბარცხანის, თამარისა და ხელვაჩაურის დასახლებებში.
კომპანიის ცნობით, წყლის მიწოდება დღეს 23:00 საათზე აღდგება.
ბათუმში მეორე დღეა წვიმს.