ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

04 ოქტომბერი 2021, 12:51 1001 ნახვა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სამედიცინო დირექტორის განცხადებით, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

მისივე თქმით, მოზარდი კლინიკაში 18 სექტემბერს სუნთქვის უკმარისობით შევიდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მაია ჩხაიძის თქმით, რეანიმაციაში ამჟამად 19 ბავშვია მოთავსებული, მათგან ერთ-ერთი, 2 თვის პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი