2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ფაქტიურად დათვლილია, რის შედეგადაც საარჩევნო უბნებზე ხმათა მრავალფეროვნება ფიქსირდება,თვითმმართველ ქალაქებში ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში გაიმართება მეორე ტური, აქ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იბრძოლებენ გამარჯვებებისთვის, აჭარაში 4 მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში მოიგო ქართულმა ოცნებამ, ხოლო ბათუმისა და ხელვაჩაურის მერის არჩევისთვის მეორე ტური გაიმართება.
მრავალფეროვანია საკრებულოებში პროპორციული მანდატების გადანაწილებაც, აქ რამდენიმე პარტია შევა სხვადახვა საკრებულოებში, რომელთა ნაწილში უმრავლესობა ჯამში ოპოზიციას ექნება, თუმცა დანარჩენ საკრებულოებში მაჟორიტარულ ოლქებში უპირატესობის წყალობით, უმრავლესობა ქართულ ოცნებას ეკუთვნის, მეორე ტური გაიმართება თვის ბოლო შაბათს ანუ 30 ოქტომბერს..