აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ორში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება

03 ოქტომბერი 2021, 15:55 885 ნახვა

ბათუმსა და ხელვაჩაურში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში კი ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 

ბათუმში მეორე ტურში მერობისთვის გიორგი კირთაძე და არჩილ ჩიქოვანი იბრძოლებენ, ხოლო ხელვაჩაურში ზაზა დიასამიძე და მიშა ბოლქვაძე. 

აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ქედის მერობის კანდიდატმა მიიღო. როლანდ ბერიძემ ამომრჩეველთა ხმების 57.18% მიიღო. 

მუნიციპალიტეტების მიხედვით შედეგები ასე გამოიყურება.

ბათუმი

''ნაციონალური მოძრაობა'' - გიორგი კირთაძე - 42.04%;

''ქართული ოცნება'' - ​​არჩილ ჩიქოვანი - 41.32%;

 

ხელვაჩაური

''ქართული ოცნება'' - ზაზა დიასამიძე - 43.68%;

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' -  მიშა ბოლქვაძე - 39.6%.

 

ქობულეთი:

''ქართული ოცნება'' - ლევან ზოიძე 52.2%;

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - ბონდო თედორაძე 39.34%;

 

ქედა 

''ქართული ოცნება'' - როლანდ ბერიძე 57.18%

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - რამინ ბერიძე 34.55%;

 

შუახევი

''ქართული ოცნება'' - ომარ ტაკიძე 57.09;

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - როინ ზოიძე 33.03%;

 

ხულო 

''ქართული ოცნება'' - ვახტანგ ბერიძე 54.26%;

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გოგიტა სოლომონიძე 35.41%

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი