ეუთო/ოდირის შემაჯამებელი პრესკონფერენცია

03 ოქტომბერი 2021, 15:35 603 ნახვა

მსურს, საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივულოცო, რომ საარჩევნო პროცესი იყო მომწიფებული და მშვიდი, ეს მნიშვნელოვან წილს შეიტანს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხეილ გალერმა განაცხადა.

ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობას უხდის.

მიხეილ გალერის განცხადებით, ისინი ხედავენ საქართველოს მისწრაფებას, რომ ის გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილი.

მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორები მოელიან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდება.

ამასთან, ევროპარლამენტრი იმედოვნებს, რომ საჩივრები, რომელიც წარდგენილია შესაბამის უწყებებში, განხილული იქნება.

„მსურს, მივმართო ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ საკითხების გაშუქება მოხდეს ყოვლისმომცველად და არა შერჩევითი ფორმატით, არა შერჩევითი მეთოდით, რომელიც მხოლოდ თქვენთვის იქნება ხელსაყრელი. რასაკვრიველია, ჩვენ მოველით, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს და გატარდეს უფრო მეტად მკვეთრი რეფორმები. ჩვენ დელეგაცია დადებს პირველად შედეგებს და დასკვნებს, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას“, – განაცხადა გალერმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი