„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეორე ტური მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტიდან, 44-ში, „ქართულმა ოცნებამ“ არჩვენები პირველივე ტურში მოიგო.
კობახიძის თქმით, განსაკუთრებით საწყენია, რომ თბილისში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.
"გამომდინარე იქიდან, რომ საარჩვნო უბნების 3/4 უკვე დათვლილია, ეს მონაცემები ძირითადად აღარ შეიცვლება.
მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში. საქართველოს მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტიდან, 44-ში, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევენები პირველივე ტურში მოიგო.
განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს.
მნიშვნელოვანია, რომ კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში. ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად ოცნება თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. უმრავლესობას კი 26 წევრი სჭირდება თბილისის საკრებულოში.
"ქართული ოცნების" გუშინდელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის გამარჯვება
,,ოცნებამ'' რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს გასცა საკადრისი პასუხი. ამომრჩეველს ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში 30 ოქტომბერს. ვულოცავთ საზოგადოებას ჩვენს გამარჯვებას"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ