აჭარაში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 92 პაციენტი, კლინიკა დატოვა 14-მა.
ამ დროისთვის კრიტიკულია 8 პაციენტის მდგომარეობა.
ბოლო მონაცემებით კლინიკაში მკურნალობს 353 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 169, ონლაინ კლინიკაში 796.
გასულ დღე-ღამეში რეგიონში ჩატარდა 411 კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.