ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეს არა ჩვეულებრივი მუნიციპალური არჩევნები, არამედ განახლების არჩევნებია. მან მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. ისაუბრა დარღვევებზეც და კომისიის წევრებს მოუწოდა, პარტიული მიკერძოებულობის მიუხედავად, კეთილსინდისიერად განახორციელონ უფლება-მოვალეობები. გახარიას თქმით , დღის პირველ მონაკვეთში მაღალი აქტივობა საარჩევნო უბნებზე, მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობას ცვლილებები სურს.
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაფასა გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ანა ბუჩუკურმაც, რომელმაც დარღვევებზე ისაუბრა, მისი თქმით 17:00საათის მაჩვენებლით უკვე 150მდე გაიზარდა საქართველოს მასშტაბით პარტიის მიერ დაწერილი საჩივრების რაოდენობა. ბუჩუკურის განცხადებით, ყველაზე დიდი პრობლემა ამომრჩევლის მოსყიდვაა. გადასატანი ყუთის მეშვეობით ხშირია გაყალბების მცდელობა და ე.წ კარუსელი.