ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში

02 ოქტომბერი 2021, 14:49 444 ნახვა

პოლიცია გამოიძახეს  ბათუმის 44-ე უბანზე. მოქალაქემ საია -ს წარმომადგენელს ტელეფონი წაართვა და დაემუქრა. დამკვირვებლის ინფორმაციით ის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდო აგიტაციის ფაქტის დაფიქსირებას ცდილობდა. დაიწყო თუ არა გამოძიება ჯერ ისევ უცნობია. დაგვიანებით გაიხსნა ბათუმის 44-ე უბანი, აქ 3 საჩივარი დაიწერა. შეცდომით ამობეჭდილი ანბანი და მეორედ დაბარებული პირველი ამომრჩეველი, დამკვირვებლები ამბობენ, რომ ამომრჩეველთა გადაღების საშუალება არ ეძლევათ.

კომისიის წევრი საარჩევნო უბანზე, უბნის გახსნამდე შევიდა, ის ამბობს, რომ არ იცოდა თუ ეს ეკრძალებოდა. კიდევ ერთი უბნიდან მოქალაქემ ბიულეტენი სახლში წაიღო, ის სამივე ბიულეტენის ცალკ-ცალკე ჩაგდებას ითხოვდა. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში  ამ დროისთვის 14 საჩივარია დაწერილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში