საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათის მდგომარეობით, 17.72% შეადგინა

02 ოქტომბერი 2021, 13:44 579 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათის მდგომარეობით 17.72 პროცენტი შეადგინა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში.

„გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17.72%, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა 27.4% დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი 15.8% თბილისში.

საარჩევნო უბნები კანონმდებლობის თანახმად 20:00 საათზე დაიხურება. რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, გარკვეული სახის დოკუმენტაცია დაილუქება, ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა"- განაცხადეს ცესკოში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი